ეკატერინე ტიკარაძე - არაერთი შემთხვევა გვქონია, როდესაც ადამიანების მდგომარეობას ვითვალისწინებთ და ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გაგვყავს ჭირისუფლად

არაერთი მსგავსი შემთხვევა გვქონია ამ 5 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ადამიანების მდგომარეობას ვითვალისწინებთ და ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით, გაგვყავს ჭირისუფლად, მაგრამ ვაწარმოებთ დაკვირვებას,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, მიღებული ფორმაა თუ არა კორონავირუსის პრევენციისთვის კარანტინში მყოფი პირი კარანტინიდან გარკვეული დროით გავიდეს და ისევ უკან დაბრუნდეს, როგორც ეს ზუგდიდის შემთხვევაში დაფიქსირდა.

ტიკარაძის განმარტებით, ეს ადამიანი იყო ჭირისუფალი.

„არაერთი მსგავსი შემთხვევა გვქონია ამ 5 თვის განმავლობაში, როდესაც ჩვენ ადამიანების მდგომარეობას ვითვალისწინებთ და ყველა საჭირო დაცვის საშუალებებით გაგვყავს ჭირისუფლად, მაგრამ ვაწარმოებთ დაკვირვებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, გვქონდა სხვა შემთხვევებიც, რომელიც უსაფრთხოდ იმართა. ამ შემთხვევაში, მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა, რის შედეგადაც ჩვენ შეიძლება მივიღოთ ამ ადამიანის ანამნეზში უბრალოდ, გადატანილი კოვიდინფექცია და არა აქტიური კოვიდინფექცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა