ამირან გამყრელიძის განცხადებით, ელჩებს კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს დღეს კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ელჩები დაინტერესდნენ, თუ როგორია ამ მხრივ პროგნოზი.

„ეპიდსიტუაცია მოვახსენეთ როგორია. იცით ციფრები - 893 შემთხვევა, 5 გვაქვს დღეს ახალი, ხუთივეს წყარო დადგენილია, არიან ძირითადად იმპორტირებული შემთხვევები, 4 აქედან არის ტრაილერის მძღოლი, ყველას კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მოვახსენე ელჩებს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, რას ვაწარმოებთ, როგორია ჩვენთან ტესტირება, როგორ ვიკვლევთ მოსახლეობას, რა პრევენციულ ღონისძიებებს ვატარებთ და კითხვა იყო ჩვენის გადასახედიდან პროგნოზი როგორი იქნება,"- განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, ემუქრება თუ არა არჩევნებს რაიმე საფრთხე, გამყრელიძე აცხადებს, რომ მსგავსი ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება.

„დღეს ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არის სრულად მართვადი, ამიტომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს არაფერს საფრთხე არ ემუქრება, არც სწავლას. ვმუშაობთ ჩვენ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრთან, რომლებსაც აქვთ შესაბამისი რეკომენდაციები, რა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული პანდემიის პერიოდში, ამაზე ვმუშაობთ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დიპლომატებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა