ალეკო ელისაშვილი - ჩვენ გვინდა თავდაყირა დავაყენოთ ის, რაც პოლიტიკაში აქამდე წესად მიიჩნეოდა

ჩვენ გვინდა საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი მაგალითით ვაჩვენოთ, რომ სინამდვილეში პოლიტიკა ხალხის სამსახურია, ხალხის პრობლემებზე ფიქრი, ხალხის დარდზე ფიქრი და ამ პრობლემების გადაჭრა, - ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ახალი პოლიტიკური პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომლის მემორანდუმსაც ხელს დეპუტატი ლევან კობერიძე და მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე აწერენ.

როგორც ელისაშვილმა პრეზენტაციისას აღნიშნა, ეს არის სივრცე, მაგიდა, სადაც საქართველოზე შეყვარებული ადამიანები იკრიბებიან, მსჯელობენ და ფიქრობენ ქვეყანასა და ქართველი ხალხის პრობლემებზე.

„მინდა დავაზუსტო, რომ ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია. ეს არის პლატფორმის პრეზენტაცია. ეს არის სივრცე, ეს არის მაგიდა, სადაც საქართველოზე შეყვარებული ადამიანები ვიკრიბებით, ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ საქართველოზე, ქართველი ხალხის დარდზე და პრობლემებზე. ჩვენ გვინდა თავდაყირა დავაყენოთ ის, რაც პოლიტიკაში აქამდე წესად მიიჩნეოდა. ჩვენთან ყველამ ვიცით, რომ 30 წელია პოლიტიკურ პროცესად მიჩნეულია სიძულვილი, ზიზღი, გაუთავებელი დაპირისპირება. ხალხი სიღარიბეში და სიღატაკეში იხრჩობა. ეს ქვეყანა გახდა წარუმატებელი და მაჩანჩალა ქვეყანა, საიდანაც ადამიანები უბრალოდ გარბიან. ჩვენ გვინდა საკუთარი ცხოვრებით, საკუთარი მაგალითით ვაჩენოთ, რომ სინამდვილეში პოლიტიკა ხალხის სამსახურია, ხალხის პრობლემებზე ფიქრი, ხალხის დარდზე ფიქრი და ამ პრობლემების გადაჭრა. ჩვენ, აქ შეკრებილ ადამიანებს ღრმად გვწამს და იმედს ვიტოვებთ, რომ შემოგვიერთდებიან და ჩვენი გუნდი გაფართოვდება ისეთი ღირებულებების მქონე ადამიანებით, რა ღირებულებებიც ამ მემორანდუმშია ჩამოწერილი. ჩვენ გვწამს ამ ქვეყნის შესაძლებლობების და გვწამს იმის, რომ ეს ქვეყანა შეიძლება გახდეს წარმატებული, თავაწეული და მხრებში გაშლილი. ჩვენ ამისთვის თავს არ დავზოგავთ და ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა