გერმანიის ელჩი - ხვალიდან საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციურ ცვლილებებზე იმსჯელებენ, ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, რომ ყველა პარტია მიიღებს მონაწილეობას

ხვალიდან საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციურ ცვლილებებზე იმსჯელებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ელჩმა, ამასთანავე, იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კონსტიტუციურ ცვლილებებს მიიღებს ისე, როგორც შეთანხმებული იყო.

„ხვალიდან საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციურ ცვლილებებზე იმსჯელებენ, ეს ცვლილებები შემუშავებული იქნა როგორც შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის. შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის 8 მარტს მოეწერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურაა და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებს მონაწილეობას და კონსტიტუციური ცვლილებების მიღება მოხდება როგორც შეთანხმებული იყო,“- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ჰუბერტ ქნირშის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და იმას თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კორონავირუსის პირობებში.

„განვიხილეთ მომავალი არჩევნების დეტალები და საარჩევნო კოდექსი. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობის სხვა დეტალებზეც ვიმსჯელეთ. სპიკერმა თალაკვაძემ მოგვაწოდა ძალიან დეტალური ინფორმაცია იმ კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით, რომელსაც იწვევს ის ფაქტი თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები კორონავირუსის პირობებში. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მუშაობა გაგრძელდება იმისთვის, რომ ამ საკითხის საუკეთესო გადაჭრის გზა მოიძებნოს,“- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

ელჩმა ასევე განმარტა, რომ შეხვედრაზე არანაირი მინიშნება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არჩევნების გადადების საჭიროება არსებობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა