ირაკლი კობახიძე - სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია მათი წარმატების შანსი - ეს არის ნული

სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე - ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია ასეთი კანდიდატების წარმატების შანსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე ოპოზიციის შეთანხმებას.

კობახიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ თბილისის რვავე მაჟორიტარულ ოლქში არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

„ეს ჩვენთვის ძალიან მომგებიანი გადაწყვეტილებაა. რაც უფრო მეტად გაერთიანდება ოპოზიცია საარჩევნო სიების თუ მაჟორიტარების კუთხით, მით უფრო მარტივად მოვიგებთ არჩევნებს. ეს ჩვენ გვიმარტივებს იმას, რომ პირველივე ტურში მოვიგოთ რვავე მაჟორიტარული ოლქი თბილისში. ანუ ძალიან სასარგებლო და მომგებიანი გადაწყვეტილებაა „ქართული ოცნებისთვის“. განმარტება მარტივია. სააკაშვილი, ბოკერია, ბურჯანაძე, ინაშვილი, ნათელაშვილი, გუბაზ სანიკიძე - ერთობლივ კანდიდატებს აყენებენ და წარმოიდგინეთ, როგორია ასეთი კანდიდატების წარმატების შანსი. ეს არის ნული და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში უფრო მარტივად მოიგებს „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში რვავე ოლქში თბილისში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა