ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დაათვალიერა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი დონაძემ, სოფელ კრიხის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ამბროლაურის მერიიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ასფალტის საფარი, გზის დამცავი ბარიერი და კედელი.

„სარეაბილიტაციო სამუშაოებს „ამბროლაურის ავტოგზა 10“ ახორციელებს. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამური ღირებულება 480 000 ლარს შეადგენს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა