ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ადვოკატი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, ევა კორსანტიას ადვოკატის, ნოდარ ყეინაშვილის განცხადებით, კორსანტია დანაშაულს აღიარებს.

ადვოკატის თქმითვე, ევა კორსანტია შპს "ანგელის" დირექტორი იყო და მის ანგარიშზე უცხო ქვეყნის საბანკო ბარათებიდან თანხა ირიცხებოდა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, გამოძიებასთან თანამშრომლობს. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ სასამართლოსთვის გირაოს სახით 20 000 ლარი იქნა შეთავაზებული, თუმცა, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გამოიყენა. დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ 48 საათში აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე უცხო ქვეყნის საბანკო ბარათებიდან ტრანზაქცია განხორციელდა", - აცხადებს ყეინაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა, რის შედეგადაც სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ.

უწყების ცნობით, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებით საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს 687 321 ლარის და 60 400 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგათ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა