IDFI -ის კვლევის შედეგად, პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა

საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეიტინგში პირველ ადგილზეა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყოველწლიური კვლევის შედეგად, საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში პირველ ადგილს 100%-ანი მაჩვენებლით იკავებს.

„IDFI-ის მიერ მონიტორინგის ობიექტი 121 საჯარო დაწესებულების ვებგვერდი გახდა. გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2020 წლის მაისის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით.

შეფასების მეთოდოლოგია ეფუძნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ პროქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას და აფასებს, თუ რამდენად სრულყოფილად პასუხობს საჯარო დაწესებულებათა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დადგენილებით გაწერილ ვალდებულებებს, როგორც შინაარსობრივი, ისე პერიოდულობის თვალსაზრისით.

საქართველოს პარლამენტის 100%-იანი შედეგი მიღებულია საქართველოს პარლამენტისათვის დამტკიცებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის მიხედვით, სადაც სავალდებულო გამოსაქვეყნებლად განსაზღვრულია პარლამენტის ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.

შეგახსენებთ რომ, გასულ წელთან შედარებით საქართველოს პარლამენტმა შედეგები 9%-ით გააუმჯობესა და მესამე ადგილიდან პირველ ადგილზე გადაინაცვლა“, - აღნიშნულია პარლამენტის გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ანგარიში: https://idfi.ge/public/upload/Sida/07353294.pdf

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა