აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრებმა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განცხადება გააკეთეს და სხდომათა დარბაზი დატოვეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში, სადაც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ანგარიშს ისმენენ, სხდომის დაწყებამდე არხის ალტერნატიული პროფკავშირების წევრებმა უმაღლეს საბჭოს სიტყვით მიმართეს.

როგორც ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარე, მალხაზ რეხვიაშვილი აცხადებს, არხის მრჩეველთა საბჭოს მიმართ ბევრი კითხვაა, რადგან ბორდი ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და აჭარის მაუწყებელში მმართველი გუნდის ინტერესებს ატარებს.

"თქვენ საუბრობდით კორონავირუსის პანდემიის გამო, რა გააკეთა "ქართულმა ოცნებამ: დიახ, მე ვარ მაგალითი, რომ დამტოვეს უმუშევრად, და ამ ბორდს თითი თითზე არ დაუდგამს, რომ რაიმე გაეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნებისა" და პრემიერ-მინისტრის პოზიცია იყო, რომ მაქსიმალურად მოვერიდოთ მსგავს ხისტ გადაწყვეტილებებს. ჩვენთან კი ამას დირექტორი არ მორიდებია. ესენი ყველაფერზე ხელს უწევენ და ის, რაც ხდება მაუწყებელში, შეაჩერონ. ამ ადამიანებს არა აქვთ უფლება, რომ რა ხდებოდა 2019 წელს, ისაუბრონ, არავის არ აინტერესებს 2019-ში ამათ ანგარიშში რა უწერიათ“ , - განაცხადა მან.

ამასთან მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მაუწყებელში აღარ დარჩა კრიტიკული სივრცე, კრიტიკული სიუჟეტებისთვის.

„ამაზე მეტყველებს ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ ეთერში გიორგი გაბუნიას ამბავზე სიუჟეტი არ გავიდა. ჩემი თხოვნა, იქნება, რომ ადამიანების მიერ წარდგენილი ანგარიში არ დაიჯეროთ და თავად გადაამოწმოთ. ბევრი კითხვაა, რომ მრჩეველთა საბჭოს მოქმედებები ხელისუფლებასთან კავშირშია. თუ ეს ასე არ არის და თუ მართლა ხელისუფლების მიერ არ იმართება, რაც აჭარის ტელევიზიაში მიმდინარეობს, მე იმედი მაქვს რომ უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური რეაგირება მოჰყვება საკითხზე. მინიმუმ 26 ივნისს აქციაზე აჭარის ტელევიზიის წინ გელოდებით", - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

სხდომას აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ესწრებოდნენ, რომლებმაც განცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

იოსებ ბარათაშვილი - ახლა მთავარია, გამოძიებამ უტყუარად დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომელთა ქმედებამაც გამოიწვია შაქარაშვილის გარდაცვალება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება
სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - ახალი შესაძლებლობა ტერაბანკისგან
სილქნეტის მობილური აბონენტები თიბისის მობაილბანკით სარგებლობას ინტერნეტის დახარჯვის გარეშე შეძლებენ