ანონსი 19 ივნისი

19 ივნისს, 10:00 საათზე ორგანიზაცია "სტუდენტური ომბუდსმენი" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან აქციას გამართავს.

თემა: საგამოცდო ცენტრებში ანტისანიტარია და ამის ფონზე ინფრასტრუქტურული ხარჯების შემცირება 18 მილიონ ლარამდე.

19 ივნისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვთმმართველობის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

19 ივნისს, 11:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565.

19 ივნისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმე და რუსეთის მოქალაქის დაკავება. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის" გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

19 ივნისს, 12:00 საათზე, საია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ერთი წელი 20-21 ივნისის მოვლენებიდან-სამართლებრივი შეფასება.

მის: თბილისი, კახიძის #15

19 ივნისს, 12:30 საათზე, "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე რუსთავის რაიონული ორგანიზაციის ოფისს გახსნის. 13:00 საათზე კი "ლელოს" ლიდერები ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში (რუსთავის თეატრის წინ) ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან.

მის: ქ. რუსთავის, მესხიშვილის ქუჩა N 4

საკონტაქტო: 577624445

19 ივნისს, 13:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, - 1 სართული)

19 ივნისს, 14:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოში წარადგენს სასამართლო სისტემის რეფორმის ხედვას.

მის. ბოჭორმის N 12

საკონტაქტო: 599437403

19 ივნისს, 15:00 საათზე, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დარგობრივი ორგანიზაციების და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დეზერტირების ბაზარში მივა (წინამძღვრიშვილის ქუჩის მხრიდან, ბაზრის ქვედა შესასვლელი) და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან მოვაჭრეებისთვის ცნობების გაცემის პროცესს დაესწრება.

19 ივნისს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

19 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცი-პერფორმანსი გაიმართება.

თემა: ხალხმრავალი ღონისძიებებისა და ქორწილების აკრძალვა.

საკონტაქტო: გიორგი ჩოხელი - 555 66 33 30

19 ივნისს, 17:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა