ბადრი ჯაფარიძე - ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატური და პოლიტიკური მაზოხიზმია

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ქვეყნის შიგნით არსებული ძალების, ოპოზიციის სახით, "გრუ"-ს აგენტებად მოხსენიებას „ლელო საქართველოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკურ მაზოხიზმს უწოდებს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, რომ უმრავლესობა მსგავსი ტიპის განცხადებით დესტაბილიზაციის პროვოცირებას ახდენს და ამას პარტიის მმართველი სპიკერების გავლით აკეთებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებები არაადეკვატური და პოლიტიკური მაზოხიზმია. „ქართული ოცნება“, იმის ნაცვლად, რომ რეალურად აფასებდეს გარე საფრთხეებს და ამ საფრთხის ნეიტრალიზებისთვის მუშაობდეს, საპირისპიროდ იქცევა. ისრებს ქვეყნის შიგნით ოპოზიციური პარტიებისკენ მიმართავს. ჩემი აზრით, ეს არის დესტაბილიზაციის პროვოცირების საუკეთესო გზა და, სამწუხაროდ, დესტაბილიზაციის პროვოცირება მომდინარეობს სწორედ მმართველი პარტიის სპიკერებიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა