რუსეთში მოხალისეებზე კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა დაიწყო

რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყო. მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 18 მოხალისეს ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე გადაეცა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„მოხალისეთა შორის არიან მამაკაცები და ქალები 18-დან 65 წლამდე, მათ შორის, სტუდენტები, სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლები და რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან მოსკოვში ჩასული ადამიანები“ , - განაცხადეს ჯანდაცვაში.

მათივე ცნობით, 28 დღის განმავლობაში, ვაქცინაციის შემდეგ, კლინიკური გამოცდის მონაწილეები სტაციონარში ექიმებისა და სხვა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

სააგენტოს ცნობით, დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის გამალეის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრთან ერთად დაიწყო რუსული წარმოების კოვიდ-19-ის საპროფილაქტიკო ვაქცინის ტესტირება. პირველებმა პრეპარატი მიიღეს 18-მა მოხალისემ ბურდენკოს სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში. გვერდითი მოვლენები და გართულებები პრეპარატს არ გამოუწვევია.

ამავე ინფორმაციით, ვაქცინის გამოცდის პირველადი მონაცემების მიღების შემდეგ, დაიწყება მოხალისეთა მომდევნო ჯგუფის იმუნიზაცია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პრეპარატის პირველი ნიმუშები მიმდინარე წლის აგვისტოში, ან სექტემბერში იქნება ხელმისაწვდომი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა