Human Rights Watch-ი ​საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ შრომის კოდექსის რეფორმას ეხმაურება

მოცემული ინიციატივა მოიცავს შრომის ინსპექციის გაძლიერებას და სამუშაო დროს, ზეგანაკვეთური, ღამის სამუშაოს, სავალდებულო დასვენების უზრუნველყოფას, და ცვლებს შორის დასვენებების მიმართულებით ახალი დაცვის ბერკეტებს ქმნის, - ასე ეხმიანება Human Rights Watch-ი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ შრომის კოდექსის რეფორმას.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მიღების შემთხვევაში, კანონში დამატებები უფრო მეტად გააფართოებს მშრომელთა დაცვას და იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რათა დაუახლოოს საქართველოს შრომის კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო პრაქტიკას.

„შრომითი რეგულაციების ნაკლებობამ ქვეყანაში წარმოშვა ცუდი შრომითი პრაქტიკა, რამაც დააყენა ათასობით მშრომელი რისკის ქვეშ. პარლამენტმა უნდა გადადგას სწორი ნაბიჯები და მიიღოს რეფორმები, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო რათა შეჩერდეს ღირსების შემლახავი პრაქტიკები და გაუმჯობესდეს მშრომელთა ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“, - აცხადებს „ჰუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელი გიორგი გოგია.

პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 18 ივნისს დაიწყებს საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას. კანონი პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას გავა.

„წლების მიერ წარმოებულმა დერეგულაციის პოლიტიკამ დატოვა დასაქმებულები ადეკვატური დაცვის გარეშე, - აცხადებს „ჰუმან რაითს ვოჩი“.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ მიხედვით, დასაქმებულებმა საქართველოში მაღალი ფასი გადაიხადეს დერეგულაციის, სუსტი შრომითი დაცვის და აღსრულების სტანდარტების გამო. ერთ-ერთი დამოუკიდებელი კვლევის მიხედვით, 2006 წლიდან სიკვდილიანობა დასაქმების ადგილზე 74 პროცენტით გაიზარდა, უმეტესობა მათგან მაღაროში და მშენებლობის სექტორში.

2019 წლის ანგარიშში, „არც ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე: წლების განმავლობაში განხორციელებულმა დერეგულაციის პოლიტიკამ რისკის ქვეშ დააყენა ქართველი მაღაროელები“, „ჰუმან რაითს ვოჩი“ აღწერს თუ როგორ შეუწყო ხელი სუსტმა შრომით დაცვის კანონმდებლობამ და მწირმა სახელმწიფო ზედამხედველობამ მაღაროში სიცოცხლისთვის საშიშ მოპოვების პრაქტიკას.

კვლევის მიხედვით, მშრომელები ზოგიერთ მაღაროში 12-საათიან ცვლაში მუშაობდნენ, მათ შორის ღამით, 15 დღე შესვენების გარეშე, რამაც გამოიწვია დასაქმებულთა გადაღლა და გაზარდა ინციდენტების და დაშავებულთა რაოდენობა.

„ჰუმან რაითს ვოჩთან“ ინტერვიუში, მაღაროელები საუბრობენ თუ როგორ უწევთ სისწრაფეში მუშაობა საკმარისი დასვენების გარეშე, მშრომელები განიცდიან მაღალ წნეხს, ჭერის ჩამოქცევისას მის ქვეშ მოყოლილან, დაუკარგავთ კიდურები, დაბინდებიათ გონება ანდა შემთხვევით გადარჩენილან სერიოზულ ინციდენტისგან.

მიუხედავად იმისა, რომ „ჰუმან რაითს ვოჩის“ კვლევა ფოკუსირდება მაღაროსა და მანგანეცის მოპოვებით ინდუსტრიებზე, დერეგულაციის პოლიტიკა მშრომელთა უსაფრთხოების მიმართულებით უფრო ფართო პრობლემაა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორზე ვრცელდება.

2013 წლიდან საქართველომ ნელ-ნელა შეიმუშავა უფრო მეტად დამცავი კანონმდებლობა მშრომელებთან მიმართებაში, მათ შორის 2015 წელს შეიქმნა შრომის ინსპექცია, ხოლო 2019 წელს მისი მანდატი გავრცელდა სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, შრომითი უფლებების რეგულაციები და ზედამხედველობა ჯერ კიდევ არ არის ახლოს საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკებთან. შრომის ინსპექციას არ გააჩნია მანდატი უპასუხოს უფრო ფართო საკითხებს, როგორიცაა გადაჭარბებული სამუშაო დრო, წარმოების ზეწოლა და რთული სამუშაო პირობები. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონი მიანიჭებს შრომის ინსპექციას გაცილებით მეტ დამოუკიდებლობას და აღასრულებს ყველა იმ სტანდარტს, რაც შრომის კოდექსით მოცემულია ქართულ კანონმდებლობაში.

საკანონმდებლო ინიციატივა ასევე მოიცავს სამუშაო დროს, ცვლის, შესვენებების, ღამით მუშაობას, აწესებს ზედა ზღვარს ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, ასევე ქმნის მინიმალურ ზეგანაკვეთურ ანაზღაურების სტანდარტს. კანონმდებლობა ასევე ქმნის მნიშვნელოვან გარანტიებს თანასწორი მოპყრობის და დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივა ამოავსებს იმ ნაპრალებს, რაც მშრომელთა დაცვის კუთხით არსებობს შრომის კანონმდებლობაში.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ განცხადებით, სამთავრობო პოლიტიკა არ უნდა გადიოდეს პროდუქტიულობის ზრდის ან/და წარმოების ხარჯების შემცირებით მშრომელთა ხარჯზე. სათანადო და ღირებული შრომის და უსაფრთხოების სტანდარტები შესაძლებელია და უნდა იყოს ნაწილი წარმატებული ბიზნეს და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ინდუსტრიები ზოგიერთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ავსტრალია, უფრო მეტად გაიზარდნენ მას შემდეგ, რაც სათანადო უსაფრთხოების და შრომითი რეგულაციები მიიღეს.

კომპანიებმა შესაძლოა ასევე დიდი ზარალი მიიღონ სუსტი რეგულაციების და შრომითი პრაქტიკის პირობებში. ხშირად სამუშაო ადგილზე სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველმა დაზიანებებმა გამოიწვიეს დროებითი დახურვა წარმოების, რამაც კომპანიები მიიყვანა ფინანსურ დანაკარგებამდე მანგანეცის და ქვანახშირის მაღაროებში.

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები გარანტიას აძლევს ყველას, რომ გააჩნდეს სამართლიანი და უსაფრთხო შრომის პირობები, გონივრული სამუშაო დრო, სათანადო ანაზღაურება, გადაადგილების თავისუფლება და პატივისცემა და დაცვა ოჯახის და პირადი ცხოვრების. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები, უმეტესი მათგანის რატიფიცირებას საქართველოს არ მოუხდენია, ადგენს საერთაშორისოდ მიღებულ შრომის პირობებს, ზედამხედველობის და აღსრულების წესებს. საქართველომ ასევე აიღო ვალდებულება აშშ-სთან და ევროკავშირთან შეთანხმებით გააძლიერებს შრომის კანონმდებლობა, ზედამხედველობის და აღსრულების სისტემები.

„მიდგომა რომ საქართველოში მოხდეს ეტაპობრივად რეგულაციების დაწესება მთლიანად არ ეხმიანება საქართველოში დასაქმებულთა დღიურ ყოფას, მათ დაუცველობას. პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შექმნას ახალი რეალობა მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით და გამოასწოროს წარსულის შეცდომები “, - აცხადებს გოგია.

„ჰუმან რაითს ვოჩის“ ანგარიშის თარგმანის არაოფიციალურ ვერსიას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა