აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დაიხურა

აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, კანონმდებელთა განცხადებების შემდეგ, „მინისტრის საათის ფორმატში“ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოუსმინეს.

ჯაბა ფუტკარაძემ 2019-2020 წლებში განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, საბიუჯეტო და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, საშუალოვადიან პრიორიტეტებზე, პანდემიით გამოწვეული ვითარების დაძლევის მიზნით გატარებულ ღონისძიებებსა და რიგ სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებზე ისაუბრა.

მომხსენებლის განცხადებით, 2019 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში - 106, 2 % -ით, ხოლო ხარჯვითი ნაწილში - 95,3 % -ით შესრულდა. 2019-2020 წლებში რეგიონის შიდა პროდუქტის მოცულობამ 4,3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყნის შიდა პროდუქტის 9 %-ია. 51 %-იანი ზრდა დაფიქსირდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და საინვესტიციო პორტფელის ოდენობამ 4 მილიარდს გადააჭარბა. მინისტრისავე განცხადებით, რეგიონში დღეისათვის არ არსებობს არც ერთი შეჩერებული პროექტი, ამასთან, წარმატებით რეალიზდება ისეთი პროექტები, როგორებიცაა: „ოცნების“, „განათლებისა და მეცნიერებისა“ და „მწვანე“ ქალაქების მშენებლობა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ, მყარი ნარჩენების მართვისა და სხვა მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის შეფასებით, მოხსენება იყო მოცულობითი და სრულად ასახავდა რეგიონში არსებულ რეალობას. რამდენიმე საათიანი მოსმენის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება კანონმდებლებმა ცნობად მიიღეს. სხდომაზე 13 ხმით, 2-ის წინააღმდეგ დამტკიცდა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი, კანონმდებლებმა გამარტივებული წესით - ერთი მოსმენით განიხილეს და იგი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თინათინ ზოიძემ წარმოადგინა. პლენარულ სხდომაზე რამდენიმე საათი დაეთმო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ჩხარტიშვილმა წარმოადგინა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, მომხსენებელმა მაუწყებლის პროგრამულ ნაწილზე, სამაუწყებლო ბადეზე, ბიუჯეტზე, საზოგადოებრივი კვლევის შედეგებზე, რეიტინგებზე, შიდა და გარე აუდიტის დასკვნებსა და რიგ სხვა საკითხებზე ისაუბრა, უპასუხა უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს. სხდომაზე პასუხები გაეცა დაინტერესებული მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების შეკითხვებსაც, რომლებიც, კანონმდებლობიდან გამომდინარე, დეპუტატებმა გააჟღერეს. წარმოდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს წევრებმა ცნობად მიიღეს. 12 ხმით დამტკიცდა კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განათლების ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც სხდომაზე I მოსმენით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა გამოიტანა. რაც შეეხება, დღის წესრიგის ბოლო საკითხს, უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, 13 ხმით დამტკიცდა. 18 ივნისის პლენარული სხდომით უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესია დაიხურა, თუმცა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აღნიშნა, ზაფხულში კანონმდებლები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას კანონპროექტებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური კანონია.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს