ევროკომისიის პრეზიდენტი - გვსურს, რომ წინ წავიდეთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები და გავხადოთ უფრო ინტენსიური

ამ ეტაპზე, პირველ რიგში, არსებული ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების სრული განვითარებაა საჭირო, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ვიდეო კონფერენციის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე, თუ რა სახის გრძელვადიანი პერსპექტივის შეთავაზება შეუძლია ევროკავშირს ასოცირებული ქვეყნებისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, სრული სურათის დასანახად არსებული ხელშეკრულებების შესრულებაა საჭირო.

„პირველ რიგში, ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როცა ვამბობთ, რომ მთავარი არსებული ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების განვითარებაა. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ორივე მხარემ სრულად დავინახოთ ის თუ რა არის შესაძლებელი ხელშეკრულებების ფარგლებში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ ათწლეულზე - ჩვენ გვსურს, რომ წინ წავიდეთ, გავაუმჯობესოთ ურთიერთობები და გავხადოთ ისინი უფრო ინტენსიური“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლობის 5 ახალი ინიციატივა ურთიერთობების განვითარების მხრივ მნიშვნელოვანი იქნება. 2020 წლის შემდგომ დასახული 5 ძირითადი მიმართულება შემდეგ მიზნებს მოიცავს: მდგრადი და ინტეგრირებული ეკონომიკა, ანგარიშვალდებული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და უსაფრთხოება, გარემოსდაცვა, ციფრული ტრანსფორმაცია, სამართლიანი და ინკლუზიური საზოგადოება.

„ურთიერთობების 5 ახალი სვეტის მიხედვით განვითარება, რა თქმა უნდა, ამ მხრივ უფრო გვაახლოებს“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა