ენტონი ფაუჩი - აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარანტინის საჭიროება აღარ არის.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით დაინფიცრების მასშტაბები შემცირდა. ვფიქრობ, რომ უკან, მკაცრი კარანტინის პირობებში დაბრუნების აუცილებლობა აღარ არის. ახლა ჩვენი მიზანია უკეთ გავაკონტროლოთ ის არეალები, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული,“ - განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ქვეყნის იმ შტატებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, შესაძლებელია, სკოლები და სხვა დაწესებულებები გაიხსნას. ამასთან, ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ამერიკელ მეცნიერთა კვლევები დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა