ავსტრალიის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანა ერთ-ერთი „სახელმწიფო აქტორის“ კიბერ თავდასხმის სამიზნეა

ავსტრალიის მთავრობა და სხვა ორგანიზაციები ერთ-ერთი დახვეწილი სახელწიფო აქტორის კიბერ თავდასხმის სამიზნეები არიან, - ამის შესახებ ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა.

მორისონის თქმით, კიბერ თავდასხმის სამიზნეს ავსტრალიის სხვადასხვა სფეროში მოქმედი ორგანიზაციები არიან.

„ამ თავდასხმის სამიზნე ავსტრალიის სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები არიან, მათ შორის სამთავრობო, პოლიტიკური, საგანმანათლებლო, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სფეროს ორგანიზაციები,“ - განაცხადა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საფრთხე მუდმივია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ასეთი სახის თავდასხმებმა იმატა.

სკოტ მორისონმა კონკრეტული სახელმწიფო არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ბევრი არ არის ისეთი სახელმწიფო, რომელსაც მსგავსი თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობა აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა