ეროვნულ გვარდიაში მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა

დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ხელმძღვანელობს. ახლად დანიშნული მეთაურის პირველი სამუშაო დღე ეროვნულ გვარდიაში დროშის გადაბარების ცერემონიალით დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ეროვნული გვარდიის დროშა ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ პოლკოვნიკ რომან ჯოხაძეს ოფიციალურად გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

მათივე ცნობით, ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და ახალი უფროსი წარუდგინა, პოლკოვნიკ ირაკლი ჭუმბურიძეს კი, ეროვნული გვარდიის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„გვარდიელებს სიტყვით მიმართა ახალმა მეთაურმაც. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ აღნიშნა, რომ პირად შემადგენლობასთან ერთად ეროვნული გვარდიის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს. დროშის გადაბარების ცერემონიამდე ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ეროვნული გვარდიის მეთაურად დანიშვნამდე პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე პოლონეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკებში საქართველოს თავდაცვის ატაშე იყო. მას თავდაცვის ძალებში სხვადასხვა დროს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა, მათ შორის იყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, J2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში სამხედრო ექსპერტი. მუშაობდა ასევე, ეროვნულ გვარდიაში ჯერ ბატალიონის, შემდეგ კი საწვრთნელი ცენტრის მეთაურად. ეროვნული გვარდიის ყოფილი მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე საქმიანობას თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში გააგრძელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო