სოფო კილაძე - ოპოზიციის დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ საარჩევნო ოლქების მოგების შესაძლებლობას ფაქტობრივად ნულამდე დავიყვანდი

ოპოზიციის მიერ დასახელებული მაჟორიტარობის კანდიდატების მიერ საარჩევნო ოლქების მოგების შესაძლებლობას მე ფაქტობრივად ნულამდე დავიყვანდი,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დასახელებულ კანდიდატებზე უკეთესი სახეები ოპოზიციას არც ჰყავს და მათ მიერ არჩევნების მოგების შანსი არ არსებობს.

„ეს ადამიანები არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ჰყავს რეალურად ოპოზიციას და ამით რა შანსები აქვთ მათ, მგონი ყველამ ძალიან კარგად ვიცით. რეალურად, მათ მიერ საარჩევნო ოლქების მოგების შესაძლებლობას მე ფაქტობრივად ნულამდე დავიყვანდი. მე ასე მგონია - მათ არ აქვთ შანსი მოიგონ კონკრეტული საარჩევნო ოლქები. თუმცა, ამაზე უკეთესი მაჟორიტარობის კანდიდატები რეალურად არ ჰყავს ოპოზიციას იმ სახეებიდან, რომლებიც ვიცით და ვერც ეყოლება, ბუნებრივია. ამიტომ მათ მიერ არჩევნების მოგების შანსი არის ნულის ტოლი,"- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის 8 ოლქიდან 6-ში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია. ოპოზიციის ლიდერები ადასტურებენ, რომ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე, ისანში გიორგი ვაშაძე და ნაძალადევში შალვა ნათელაშვილი. რაც შეეხება ორ ოლქში წარსადგენ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, გლდანში კენჭს ნიკა მელია, ხოლო სამგორში ლევან ხაბეიშვილი იყრის.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“