მარიამ ჯაში - ჩვენი ფრაქციის 7 წევრიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს 6 ხმა გარანტირებულად ექნება

საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებიდან" ამ ეტაპზე 6 წევრი უცხადებს მხარდაჭერას. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა განაცხადა, 21 ივნისს კენჭისყრისას მათი მხრიდან 6 ხმა გარანტირებული იქნება. კითხვაზე, ვინ არის ფრაქციის მე-7 წევრი, რომელსაც საკუთარი მხარდაჭერა ჯერ არ დაუფიქსირებია, ჯაში აცხადებს, რომ ვერ დააკონკრეტებს.

"ამ წუთას ვერ დაგიდასტურებთ. 6 ხმა გვაქვს გარანტირებული. ფრაქციის ფორმატში დამატებითი კონსულტაცია გვექნება. დიდი ალბათობით, აღნიშნულ პროექტს სრული მხარდაჭერა ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" მთავარი მოთხოვნა სავალდებულო არჩევნებთან დაკავშირებით კონსტიტუციურ პროექტში არ იქნა გათვალისწინებული, ჩვენ გვქონდა მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე განხილვების ფორმატში და გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის აღნიშნული ცვლილებების ბოლომდე მიყვანა, ჩვენი ფრაქცია მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას. ჩვენი ფრაქციის მხრიდან 6 ხმა არის გარანტირებული და იმედი გვაქვს, როგორც "ქართული ოცნება", ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები და ორი ფრაქცია მხარს დაუჭერენ აღნიშნულ პროცესს.

პარლამენტში სხვა პოლიტიკურ ფრაქციებსა და ჯგუფებსაც მოვუწოდებდით, საქართველოში თავისუფლებისა და დემოკრატიის განმტკიცების გზაზე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი რეფორმა საქართველოსთვის, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი მოსახლეობის ხმა უფრო პროპორციულად იყოს ასახული პარლამენტის შემადგენლობაში. ეს არის პროცესი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ამბიციები უნდა იყოს გადადებული," - განაცხადა ჯაშმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა