კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი 2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას აცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, რეგისტრაცია 2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით იქნება.

„ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2019-2020 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს. მოსწავლემ კადეტის სტატუსის მისაღებად, რამდენიმე საფეხური: რეგისტრაცია, მისაღები გამოცდები და სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. რეგისტრაცია მიმდინარეობს ლიცეუმში 2020 წლის 22 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოსწავლეები აბარებენ ზოგადი უნარებისა და მათემატიკის გამოცდებს. გამოცდები ჩატარდება 7 და 8 ივლისს თბილისსა და ქუთაისში. აპლიკანტი თავად შეარჩევს მისთვის სასურველ საგამოცდო ადგილს. მათემატიკის გამოცდა - 07.07.2020 ზოგადი უნარების გამოცდა - 08.07.2020 გამოცდების შედეგების მიხედვით შერჩეული მოსწავლეები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 სასწავლო წლისათვის გათვალისწინებულია 121 მოსწავლის მიღება. დაინტერესებულ პირებს დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ ლიცეუმის ვებ გვერდზე: cadet.mod.gov.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა