ბათუმში თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ბათუმში თვითდასაქმებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე, ოპერატორები, ფოტოგრაფები და ივენთმენეჯერები იმყოფებოდნენ, რომლებიც ქორწილებსა და სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდნენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პანდემიის გამო დაზარალდნენ და სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

ისინი ხელისუფლებისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ როგორ გააგრძელებენ საქმიანობას.

„ჩვენ არ ვითხოვთ საღამოების სასწრაფო დაშვებას, ვითხოვთ განმარტებებს 15 ივლისიდან რა ფორმით იქნება დაშვებული ეს ღონისძიებები, რომ ჩვენი საქმიანობა დავგეგმოთ. ახლა ჩვენი შემოსავალი ნულზეა, აჭარაში 7000-მდე კაცი იყო დაკავებული ამ საქმიანობით, არამარტო ფოტოგრაფები და ოპერატორები, მზარეულები, მიმტანები, დიზაინერები და ასე შემდეგ, ჩვენც გვჭირდება არსებობა", - განაცხადა ფოტოგრაფმა არჩილ მანველიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა