შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ვებინარი - „მედიცინა  და ხელოვნება” გაიმართა

19 ივნისს, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ვებინარი - „მედიცინა და ხელოვნება” გაიმართა. ონლაინ ლექცია ფონდის გრანტიორმა, მედიცინის დოქტორმა, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის ასოცირებულმა პროფესორმა და ფიზიოლოგია-ფარმაკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ- თანამშრომელმა გელა ბესელიამ ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის ფონდი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და დირექტორის მოადგილე ჯაბა სამუშიამ ისაუბრეს მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის მნიშვნელობაზე, აღინიშნა, რომ „მედიცინა და ხელოვნება” ერთ-ერთი წარმატებული გამარჯვებული პროექტია.

“გელა ბესელიამ წარადგინა პრეზენტაცია მედიცინის და ხელოვნების ინტეგრაციის, ურთიერთზემოქმედების შესახებ. მედიცინის და ხელოვნების ინტეგრაცია კრიტიკული აზროვნებისა და ემპათიის განვითარების ეფექტური საშუალებაა, მათი თანამშრომლობით, ურთიერთგავლენით სასარგებლო ცოდნა და შემოქმედებითი აზროვნება იბადება.

პროექტი „მედიცინა და ხელოვნება“ გულისხმობს საბავშვო უნივერსიტეტის, სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბებას და განხორციელებას, რომელიც განიხილავს ხელოვნებასთან ურთიერთკავშირით და სინთეზით ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა: ნეირომეცნიერებები, ანატომია და მორფოლოგია, იმუნოლოგია და ინფექციური დაავადებები, ადამიანის გენეტიკა, სამედიცინო ქიმია და სხვა, ასევე ვაქცინაცია, რაც დღეს აქტუალურია. დასასრულს, პროექტის ავტორმა უპასუხა ღონისძიების მონაწილეების მრავალრიცხოვან კითხვებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა