რუსთავში, ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე, გამწვანების აქცია მოეწყო

რუსთავში, ახლადრეაბილიტირებულ კოსტავას გამზირზე, გამწვანების აქცია მოეწყო. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქციის ფარგლებში, კოსტავას გამზირზე უნგრული ცაცხვის ხეები დარგეს.

ხეების დარგვის პროცესში , რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, მერის მოადგილეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად მიიღო მონაწილეობა . სამი მეტრი სიმაღლის უნგრული ცაცხვის ხეები ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრმა’’ კოსტავას გამზირის იმ მონაკვეთზე დარგო, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია.

გამწვანების აქცია კერძო ბიზნესის ჩართულობისთ გაიმართა.

„ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩის, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია, გასული წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი, პირველი ეტაპი ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად, მეორე ეტაპზე კი რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი, შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება.

წლის ბოლომდე, რუსთავში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ჯამში 22 531 183 ათასი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო