აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი იქნა გამოყოფილი, რომ თითოეულ მოქალაქეს, ფერმერს ჰქონოდა საშუალება უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლა.

აჭარაში უკვე დამუშავდა 1500 ჰა მიწა, ეს, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი შედეგია.

არც ერთი კვადრატული მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ის კონკრეტული შედეგი, რომელიც სოფელში მოსახლეობის, თუნდაც სეზონურ დაბრუნებას ემსახურება. ქალაქიც და ეკონომიკაც მაშინ იქნება ძლიერი, როცა სოფელში გლეხი და ფერმერი იქნება ძლიერი'' , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფერმერებთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული პროგრამებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, პროგრამით 2000-ჰა ფართობის მიწის დამუშავება იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1500 ჰა ფართობი.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ მაქსიმალურად აითვისა ისეთი ფართობები, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფოსგან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ესარგებლათ.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი დასრულების ეტაპზეა, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული ვადების შესაბამისად იქნას დამუშავებული.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალშენისა და შუახევის საჩითილე მეურნეობებში დაირგო 1 მილიონზე მეტი ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა.

ასევე, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 სათბურში 30 000 ცალი ჩითილი დაირგო.

სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 300 ტონა პროდუქტი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე  სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ფერმერებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„აჭარის საგანგებო ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტი იქნა გამოყოფილი, რომ თითოეულ მოქალაქეს, ფერმერს ჰქონოდა საშუალება უფასო ხვნა-თესვის პროგრამით ესარგებლა.

აჭარაში უკვე დამუშავდა 1500 ჰა მიწა, ეს, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალი შედეგია.

არც ერთი კვადრატული მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი. კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ სოფელი და ის კონკრეტული შედეგი, რომელიც სოფელში მოსახლეობის, თუნდაც სეზონურ დაბრუნებას ემსახურება. ქალაქიც და ეკონომიკაც მაშინ იქნება ძლიერი, როცა სოფელში გლეხი და ფერმერი იქნება ძლიერი'' , - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ფერმერებთან შეხვედრისას.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული პროგრამებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლოთ, პროგრამით 2000-ჰა ფართობის მიწის დამუშავება იყო გათვალისწინებული. ამ ეტაპზე უკვე დამუშავებულია 1500 ჰა ფართობი.

პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ მაქსიმალურად აითვისა ისეთი ფართობები, რომლებიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დამუშავებულა. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახელმწიფოსგან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ესარგებლათ.

როგორც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, პროექტი დასრულების ეტაპზეა, ჩართულია ტექნიკა, რომელიც საკმარისია იმისათვის, რომ სწორედ განსაზღვრული ვადების შესაბამისად იქნას დამუშავებული.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მაღალმთიან აჭარაში სანერგე საჩითილე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ახალშენისა და შუახევის საჩითილე მეურნეობებში დაირგო 1 მილიონზე მეტი ჩითილი, რომელიც აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერებს უფასოდ დაურიგდა.

ასევე, საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის „ბოსტნეული კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 43 სათბურში 30 000 ცალი ჩითილი დაირგო.

სასათბურე მეურნეობიდან წარმოებული იქნება 300 ტონა პროდუქტი, რომელიც რეგიონის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში უფასოდ დაურიგდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია