მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" მოუწოდებს, გააკეთონ მკაფიო განცხადება, აპირებენ თუ არა ელჩების მოწოდების გაზიარებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" მოუწოდებს, გააკეთონ მკაფიო განცხადება, აპირებენ თუ არა 8 მარტის მოლაპარაკების ფასილიტატორი ელჩების მოწოდების გაზიარებას და საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას.

მდინარაძის შეფასებით როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, ოპოზიცია ქართული დემოკრატიის განვითარებას აძლევს თუ არა ხმას. მისივე შეფასებით, ეს რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება.

"დღეს ჩვენ ვნახეთ ფასილიტატორი ელჩების განცხადება, სადაც ხელშეკრულების ხელმომწერ ყველა მხარეს მოუწოდებენ, მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა და შეასრულონ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები დღემდე უარს აცხადებენ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობასა და მხარდაჭერაზე. ელჩების ამ განცხადებამ სპეკულაციებისთვის ყოველგვარ სივრცეს წერტილი დაუსვა. ოპოზიციას მოვუწოდებ, რომ მკაფიოდ და ხაზგასმით, კონკრეტულად ამ კენჭისყრასთან დაკავშირებით, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და პასუხი გასცენ მთავარ კითხვას: იმ ელჩების მოწოდებას, რომლებიც ფასილიტაციას უწევდნენ მოლაპარაკებებს, ასრულებენ თუ არა? თუ ისინი ამ მოწოდებასაც დააიგნორებენ და მაინც არ მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, ამაზე პასუხი უნდა იყოს ცალსახა, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, რათა ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენმა პარტნიორებმა საბოლოოდ იცოდნენ მათი გადაწყვეტილების შესახებ: უერთდებიან თუ არა ისინი 8 მარტის შეთანხმებას, ქართული დემოკრატიის განვითარებას ხმას აძლევენ თუ ამ შემთხვევაშიც, პირდაპირი მოწოდების მიუხედავად, მაინც არ აპირებენ კანონპროექტის მხარდაჭერას. ეს ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის კიდევ ერთი ტესტი იქნება.

როდესაც 140-150 დეპუტატი განაცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერს, აქ რისკი დაყვანილია მინიმუმის მინიმუმამდე. ამ შემთხვევაში კი როდესაც მაქსიმუმ 117 ხმა გვაქვს დათვლილი, თეორიული რისკი მაინც არსებობს, რომელიც ასევე უნდა გამოვრიცხოთ," - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული დიალოგის ფასილიტატორი ელჩები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც შეთანხმების ყველა ხელმომწერს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა