ჭავჭავაძის ცენტრი - 20 ივნისი პირველი შემთხვევა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა ხელისუფლებამ თავისუფლებისთვის მებრძოლი დემონსტრანტები დაარბია

ჭავჭავაძის ცენტრი 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ დღეს “ქართული საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სეგმენტმა საბოლოოდ დაინახა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების რეალური სახე”.

„ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული საზოგადოების პრაქტიკულად ყველა სეგმენტმა საბოლოოდ დაინახა ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების რეალური სახე. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მიმართ მაამებლური დამოკიდებულება მანამდეც არაერთ ფაქტში გამოვლენილა, გავრილოვის დახვედრა და მისთვის ქვეყნის მთავარი სავარძლის დათმობა პირადი გამოწვევა აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქისთვის. ის, რაც მანამდე ზოგისთვის სადავო იყო, 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ ბანალურ ჭეშმარიტებად იქცა, მათ შორის, როგორც ბოლო ხანებში გამოჩნდა, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალშიც. ეს დიაგნოზი ამასთანავე ისტორიული ვერდიქტია, რომელსაც ვეღარაფერი შეცვლის.

20 ივნისი პირველი შემთხვევა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როცა რუსთაველის გამზირზე რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა ხელისუფლებამ საქართველოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი დემონსტრანტები დაარბია. ამ დღემ მსოფლიოს დაანახა, რომ ოკუპანტთან ვითომ პრაგმატული, სინამდვილეში კი გაუთავებელი ცალმხრივი დათმობების უღირსი და უთავმოყვარეო პოლიტიკა ის წითელი ხაზია, რომელსაც ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება”, - ნათქვამია ჭავჭავაძის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა