სომხეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 13 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულ პაციენტთა რიცხვი 19 708-მდე გაიზარდა, ხოლო ვირუსს საერთო ჯამში 332 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაღუპული პაციენტებიდან ერთი 38 წლისაა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, სომხეთში დღემდე „კოვიდ 19“-სგან 8 854 პაციენტი განიკურნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა