გრიგოლ ვაშაძე - 1 წლის წინ ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო

„20 ივნისი საქართველოს გამარჯვების დღეა. ამ დღემ დაგვარწმუნა, რომ ქვეყანას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, განათლებული თაობა ჰყავს და როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, ეს თაობა უკან არ დაიხევს", - ასე ეხმაურება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე 2019 წლის 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებთან ყველანი ვალში ვართ.

"ზუსტად 1 წლის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ სასტიკად, საქართველოს კანონის დარღვევით დაარბია ანტისაოკუპაციო აქცია. საქართველოს მოქალაქეების სამშვიდო პროტესტი საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის დუმის პროპაგანდისტის , ბოლშევიკის და ვითომ ქრისტიანის, ვინმე გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათების გამო. იმ სავარძელში, საიდანაც საქართველოს ნანატრი დამოკიდებლობა გამოცხადდა. 2019 წლოს 20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ უშუალო მითითება გასცა თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელი, ევროპულ ოჯახში დაბრუნების მოსურნე ახალგაზრდების სასტიკად დასჯის შესახებ. ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს და დაამცირა ჩვენი სახელმწიფო. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, რომლებიც ოკუპანტი სახელმწიფოს ხელმძღვანელებისა და ჟურნალისტის მკვლელობის შემკვეთი ტერორისტის მიმართ მცირე კრიტიკასაც ვერ ბედავენ, სადამსჯელო ღონისძიება თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ჩაუტარეს. ეს პროგრესული თაობა იბრძოდა რუსთაველზე. მომავალი არჩევნები უნდა გახდეს 20 ივნისის ტრაგედიის მსგავსის არგანმეორების გარანტია”, - განაცხადა ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო: 1 წლის წინ ივანიშვილ-გახარიას მთავრობა, ოკუპანტის შიშით, თავს დაესხა საქართველოს მოქალაქეების სპონტანურ მიტინგს - გრიგოლ ვაშაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო