ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 18 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად 18 პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ტესტირებულებს შორის არიან მებაჟეები, მედიკოსები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის თანმაშრომლები.

„ფოთში კორონავირუსზე კვლევა 18 პირს ჩაუტარდა. აქედან ოთხი მებაჟე, ორი მედიკოსი, 12 კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელია. მათი ბიოლოგიური მასალა „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო