სერგეი გავრილოვი - დარწმუნებული ვარ, რუსეთთან თანასწორი და წრფელი ურთიერთობების აღდგენა ქართველების ინტერესებშია

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რუსეთთან თანასწორი, პატივისცემაზე დაფუძნებული და წრფელი ურთიერთობების აღდგენა საქართველოსა და ქართველების ეროვნულ ინტერესებშია, - ამის შესახებ რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში აცხადებს.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ რუსებისა და ქართველების უმრავლესობას ერთმანეთის მიმართ ჯანსაღი გრძნობები ამოძრავებთ.

„დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა ჩვენგანს აბსოლუტურად ჯანსაღი გრძნობები გვამოძრავებს - ძმობა, ერთობა, ჩვენი საერთო ხვედრი, დიდი მართლმადიდებლური მემკვიდრეობა,“- აღნიშნა გავრილოვმა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღსადგენად ყველამ თავის წვლილი უნდა შეიტანოს.

„მესმის, რომ რთული წელი იყო, მათ შორის შარშანდელი მოვლენები, პანდემია და კრიზისი. თითოეულმა ჩვენგანმა თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადავდგათ, რომ ეს რთული მდგომარეობა გადავლახოთ,“- აღნიშნა გავრილოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა