სპეციალური ოპერაციების ძალების წარმომადგენლებმა პირად მცველთა სპეციალური კურსი დაასრულეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, პროგრამა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრში სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტთან კოორდინირებულად მომზადდა.

„კურსი დღეს საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. მსმენელებს კურსის დასრულება საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

ტრენინგის განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეებმა უმაღლეს პირთა დაცვის ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში საჭირო ინფორმაცია მიიღეს, პირადი მცველის პროფესიული უნარები განავითარეს და პრაქტიკული მეცადინეობები შეასრულეს. ისინი ინდივიდუალური მცველის პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებსაც გაეცნენ.

კურსის ფარგლებში მსმენელები დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით, ავტომობილისა და ოთახების დათვალიერების ტექნიკას დაეუფლნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა