რომის პაპი მედიკოსებს - თქვენ იყავით მთელი ქვეყნის საყრდენი, ანგელოზები

თქვენ იყავით მთელი ქვეყნის საყრდენი, ჩემი გულწრფელი მადლობა და პატივისცემა თქვენ და ყველა თქვენს კოლეგას მთელს იტალიაში, - ამ სიტყვებით რომის პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში ლომბარდიის რეგიონიდან ჩასულ მედიკოსებს მიმართა.

„თქვენ იყავით მთელი ქვეყნის ერთ-ერთი საყრდენი. მინდა გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მადლობა და პატივისცემა თქვენ და ყველა თქვენს კოლეგას მთელს იტალიაში,“- განაცხადა რომის პაპმა.

მან მედიკოსებს „ანგელოზები“ უწოდა და მადლობა გადაუხადა იმისთვის, რაც მათ კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის გააკეთეს. პაპმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხშირად მედიკოსები მომაკვდავ პაციენტებს საკუთარი მობილური ტელეფონებით საშუალებას აძლევდნენ, საყვარელ ადამიანებს გამომშვიდობებოდნენ.

რომის პაპმა განსაკუთრებული პატივისცემით ის მედიკოსები გაიხსენა, რომლებიც კორონავირუსით დაიღუპნენ.

ცნობისათვის, იტალიაში კორონავირუსს 35 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აქედან 170 ექიმი იყო.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა