თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სადრენაჟო და საირიგაციო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ჭარბი წყლის მოცილების მიზნით, თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისაგან საერთო სიგრძით 2 500 მეტრამდე კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება. სამელიორაციო ღონისძიებები 32 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო -სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია ივლისის ბოლოს დაასრულებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა