ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს

ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს

ქუთაისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მომხდარიდან ერთი წლის თავზე, დამნაშავეები კვლავ არ დასჯილან.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობით აგვისტოს ომის მემორიალთან გადაინაცვლეს.

„ერთი წელი გავიდა სისხლიანი ღამიდან, თუმცა შედეგი არ არის მიღწეული და არ არიან დამნაშავეები დასჯილი. ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გავაპროტესტოთ ის, რაც მოხდა 20 ივნისს. ხელისუფლების მმართველობა არის სისხლიანი და მათ ოკუპანტის გამო დასაჯეს ახალგაზრდები", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.