გორში მდგრადი ენერგეტიკის დღეები დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნება

გორში მდგრადი ენერგეტიკის დღეები დისტანციური ღონისძიებებით აღინიშნება. აქტივობები 22-დან 26 ივნისის ჩათვლით დაიგეგმა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, 22 ივნისს, 20:00 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ მე-5 შეხვედრა, რომლის თემაც მდგრადი განვითარება იქნება. თამაში, რომელშიც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, გორის მერიის ორგანიზებით უკვე ორი კვირაა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. გუნდის წევრები გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

„20 ივნისიდან იწყება ესეების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. ნამუშევრის თემაა „მომავლის სახლი“. კონკურსში მონაწილეობა ასაკის მიუხედავად მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ. მსურველებმა 23 ივნისის ჩათვლით ნამუშევართან ერთად, სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელ ფოსტაზე - dimagogiashvilidima@gmail.com. კონკურსის გამარჯვებულს, რომელიც დაჯილდოვდება, კომპეტენტური ჟიური 24 ივნისს გამოავლენს.

26 ივნისს 18:00 საათზე დაიწყება დისტანციური სემინარი, რომლის თემაც იქნება „საქართველო და მდგრადი ენერგეტიკის განვითარება“. ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. მსურველებმა ღონისძიებაზე დასწრება უნდა დაადასტურონ 25 ივნისის ჩათვლით. მათ სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა მოგვწერონ შემდეგ ელ ფოსტაზე - dimagogiashvilidima@gmail.com. თითოეულ მათგანი დაგეგმილი სემინარის ბმულს პირად ელ.ფოსტაზე რამდენიმე საათით ადრე მიიღებს.

26 ივნისს 20:00 საათზე მდგრადი ენერგეტიკის დღეები კარლ პოპერის სტილში თემატური დებატით გაგრძელდება. სხვა ღონისძიებების მსგავსად, აღნიშნულ აქტივობაშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 14-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს. დებატებში მონაწილეობის მსურველმა 25 ივნისის ჩათვლით სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი უნდა მოგვწერონ ელ ფოსტაზე - dimagogiashvilidima@gmail.com. შერჩეულ კანდიდატები ღონისძიების ბმულს, პირად ელ.ფოსტებზე, რამდენიმე საათით ადრე მიიღებენ. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება.

მდგრადი ენერგეტიკის დღეების ორგანიზება ,,მერების შეთანხმების“ ხელმომწერი ქალაქების ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და მათი ჩართვა განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო