ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ

ბათუმში, ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ „გავრილოვის ღამეზე“ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მათი განცხადებით, რუსეთი ოკუპანტია და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპირებას არ შეეგუებიან.

აქციის მონაწილეებმა ევროპის მოედანზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს, ასევე შესაწირი ყუთი მიიტანეს და ამბობენ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის ფულს აგროვებენ.

"მიხარია რომ ერთი წლის წინ საქართველომ მტერს ზურგი არ აჩვენა. გავრილოვის ტალახი ახალგაზრდებმა სისხლით ჩამოგვბანეს. გავრილოვის ღამის ერთი წლის თავზე არაფერი არ შეცვლილა, არც პროპორციული არჩევნები გვაქვს, არც სიტყვისა და მედიის თავისუფლება", - განაცხადა აქციაზე „სამოქალაქო მოძრაობის" წევრმა გენრი დოლიძემ.

ბათუმში გამართულ აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წევრებიც მივიდნენ.

"ივანიშვილმა გამიზნულად ესრულა თვალებში ახალგაზრდებს, რადგან მათ არ გაეხედათ თავისუფლებისკენ, ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვიდათ,"- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა