სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგება გრძელდება

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილესთან, შალვა ბერძენიშვილთან ერთად გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

„აგრობარათების დარიგების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. დარიცხული აგროქულებით ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ ნაკლები დანახარჯებით, შეუფერხებლად განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის, შალვა ბერძენიშვილის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფერმერები პროგრამაში აქტიურად არიან ჩართული.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა "ლიბერთი ბანკის" აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის და აგრობარათების დარიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფერმერები, დარიცხული ქულებით, სასოფლო-სამეურნეო საქონელს სპეციალიზებულ მაღაზიებში იძენენ.

ფერმერებმა, ბანკში მისვლამდე, პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე - myliberty.ge უნდა გადაამოწმონ, ხოლო ბანკში ვიზიტის დროს, თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით. 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

პროგრამის ბენეფიციარებს დარიცხული აგროქულების განაღდება 2021 წლის 20 მაისამდე შეეძლებათ. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200,000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა