ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტია

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან 6 იმპორტირებულია, 2 კი უკვე ინფიცირებული პირების კონტაქტებიდან გამოვლინდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ახალი კლასტერი არ გაჩენილა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. აქედან აქტიური შემთხვევების რიცხვი 137-ია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 3-ით მოიმატა და 755-ს შეადგენს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა