ლევან გოგიჩაიშვილი - დიდი იმედი მაქვს, "ქართულ ოცნებას" არ აქვს  ხრიკი ჩაფიქრებული,  კონსტიტუციური შესწორება უნდა გავიდეს, ეს ყველას სჭირდება

დიდი იმედი მაქვს, "ქართულ ოცნებას" არ აქვს ხრიკი ჩაფიქრებული, კონსტიტუციური შესწორება უნდა გავიდეს, ეს ყველას სჭირდება , - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი ფრაქცია მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ყოველგვარი დათქმის გარეშე დაუჭიროს.

"ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შეთანხმებები ქვეყანაში უნდა სრულდებოდეს, "ქართულმა ოცნებამ" დაარღვია ძალიან ბევრი შეთანხმება, ამის დარღვევის რესურსი მგონია, რომ აღარ არის. "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია იკლებს ხალხში, პარტნიორებში, რომლებიც აღიარებენ ქვეყნის სუვერენიტეტს, მხარში უდგანან ამ ქვეყანას, იქ უკვე იქნება ძალიან მძიმედ ეს ყველაფერი გადასატანი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავის რესურსი. ჩვენ ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნისთვის. ეს ქვეყანა, მომავალი მშვიდობიანი საარჩევნო პროცესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

დიდი იმედი მაქვს, "ქართულ ოცნებას" არ აქვს რაღაც ხრიკი ჩაფიქრებული, ეს კანონი, კონსტიტუციური შესწორება უნდა გავიდეს, ეს ყველას სჭირდება. ჩვენი ფრაქცია მზად არის, რომ ყველანაირი წინაპირობის, დათქმის გარეშე მხარი დაუჭიროს განსხვავებით სხვა ჯგუფებისგან, რომლებიც კონკრეტულ პირობებს აყენებენ. მე ვფიქრობ, ქვეყანასთან პირობის დაყენება არ არის უპრიანი და თუ ვინმე ამას მისცემს ხმას, ეს უნდა გააკეთოს ქვეყნისთვის" , - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა