დავით ბაქრაძე - კანონპროექტის პირველი მოსმენისას გატანით გარკვეულ პერიოდს მოვიგებთ, მუშაობას გავაგრძელებთ უცხოელ პარტნიორებთან, რომ ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და გაათავისუფლოს გიორგი რურუა

"ევროპული საქართველო" დღეს, მონაწილეობას მიიღებს და მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამე მოსმენით, რადგან 8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა , - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქარაძემ ჟურნალისტებს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებამდე განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, მეორე და მესამე მოსმენაზე "ევროპული საქართველოს" პოზიცია ცალსახად და უპირობოდ დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ შესრულდება, თუ არა 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება, თუ არა ციხიდან "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა.

"მაგრამ დღევანდელი ხმის მიცემით ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას. პირველი, ჩვენ "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მივცემთ გაიმეოროს ნოემბრის სცენარი, როდესაც ყველას ზურგს უკან, თითქოს რამდენიმე დეპუტატის წინააღმდეგობის გამო ჩავარდა პროპორციული სისტემა. მეორე - პირველი მოსმენისას გატანით ჩვენ გარკვეულ პერიოდს მოვიგებთ, მინიმუმ რამდენიმე დღეს, რომლის განმავლობაშიც მუშაობას გავაგრძელებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს გიორგი რურუა. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც, ერთი მხრივ, "ქართულ ოცნებას" საშუალებას არ მისცემს კიდევ ერთხელ ჩააგდოს პროპორციული სისტემა და მეორე მხრივ, გვიტოვებს იმის შანსს და პერსპექტივას, შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდეს რურუა. ასე რომ, პასუხისმგებლობა ამის შემდეგ, მთლიანად ხელისუფლების მხარესაა , - განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა