რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია სრულდება

რუსთავში, კოსტავას გამზირის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, დასრულების ფაზაშია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ასფალტის ბოლო ფენის დაგება მიმდინარეობს. ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა გუბერნატორის მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე გაეცნენ.

,,კოსტავას გამზირის რეაბილიტაცია გასული წლის ნოემბერში დაიწყო და უახლოეს პერიოდში დასრულდება, პროექტი ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ეტაპი შენობების ფასადების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად, პროექტის მეორე ეტაპზე კი, რომელიც ამჟამად ხორციელდება, ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვალა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემა, განახლდა ასფალტის საფარი, სპეციალური ფილებით მოპირკეთდა ტროტუარები, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე ქსელი, შუაგამყოფ ზოლში მოეწყო რეკრეაციული სივრცე, სადაც ქალაქის მერიამ, დამატებით უნგრული ცაცხვის ხეებიც დარგო. ამასთანავე, ,,ჯი აი ზეტ“-თან ერთად შემუშავებული პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ველობილიკების მოწყობაც. პროექტის დასრულებამდე დაიხაზება საპარკინგე ზონები და გადასასვლელები“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. შუაგამყოფ ზოლში მოწყობილი სკვერი კი, კიდევ ერთ რეკრეაციულ სივრცეს შემატებს ქალაქს. წლის ბოლომდე, ქალაქში ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, 22 მილიონ 531,183 ათასი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო