ნატო ჩხეიძე - საკონსტიტუციო ცვლილება არ არის არც იდეალური, არც უკეთესი და არც რაიმე მნიშვნელოვანი სამართლის მომტანი -  ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს

დეპუტატ ნატო ჩხეიძის განცხადებით, ის დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა „ქართულმა ოცნებამ“ აიღო და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე სწორედ მათ უნდა შეასრულონ.

„ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა პარლამენტში იხილება და რომელმაც ამდენი ვნებათაღელვა გამოიწვია ჩვენს ქვეყანაში, როგორც ამ დარბზაში ითქვა, არ არის არც იდეალური, არც უკეთესი და არც რაიმე მნიშვნელოვანი სამართლის მომტანი იქნება, მაგრამ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. მაგრამ, ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე ვალდებულება და პასუხისმგებლობა აღებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“, - განაცხადა ჩხეიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში რიგგარეშე სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. განხილვის შემდეგ, პირველი მოსმენით პროექტს კენჭი დღესვე ეყრება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა