ირაკლი კობახიძე - 120/30-ზე სისტემა პრაქტიკულად, წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რასაც სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით

„ქართული ოცნების“ წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის ამოქმედებიდან 25 წლის თავზე ქვეყანას პირველად იძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩატარდეს სისტემით, რომელზეც სრულიად პოლიტიკური სპექტრი თანხმდება.

კობახიძის განცხადებით, თითოეული დეპუტატის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან გაშვებული არ იქნეს.

„ჩვენ ამ 25 წლის განმავლობაში პირველად გვეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩავატაროთ იმგვარი საარჩევნო სისტემით, რომელზეც თანხმდება სრულიად პოლიტიკური სპექტრი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა 25 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საქართველოს კონსტიტუცია და ბუნებრივია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, ხელიდან არ გავუშვათ ეს შესაძლებლობა. როდესაც საუბარია სრულად და არასრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს სისტემა 120/30-ზე, პრაქტიკულად, წარმოშობს იმის იდენტურ შედეგს, რა შედეგსაც წარმოშობდა სრულად პროპორციული სისტემა 5%-იანი საარჩევნო ბარიერით. ამ სისტემის საფუძველზე ზუსტად ისევე გადანაწილდება მანდატები უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, როგორც გადანაწილდებოდა მანდატები სრულად პროპორციული სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული წარმოდგენილი კანონპროექტით. მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ ამ კანონპროექტის მხარდაჭერისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის რიგგარეშე სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა