არჩილ თალაკვაძე - იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ არჩევნები გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია

მე იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია , - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს და ასევე, იმ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში.

„პარლამენტმა პირველი კენჭისყრით დაამტკიცა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული კონსტიტუციური ცვლილებები და ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მას შემდეგ, რაც მე-9 მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატარა. მე იმედი მაქვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სრულად იქნება გამოყენებული, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ეს საპარლამენტო არჩევნები გამოვიყენოთ იმისათვის, რათა გავაძლიეროთ საქართველოში დემოკრატია, გავაგრძელოთ დემოკრატიული განვითარება და შევქმნათ კიდევ უფრო სტაბილური და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური სისტემა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდს, ვინაიდან მათი მხარდაჭერით და ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელი გახდა საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარება და დღეს პირველი მოსმენით ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების მიღება. ასევე, მსურს მადლობა გადავუხადო პოლიტიკური საპარლამენტო ოპოზიციის იმ ნაწილსაც, რომელმაც მიიღო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა ცვლილებებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მე-2 და მე-3 კენჭისყრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართება.

ცნობისთვის, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი წავიდა 5 დეპუტატი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა