ეკა ბესელია - დიპლომატებმა "ქართული ოცნება" აიძულეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და ხელი მოეწერათ პროექტისთვის, რომელიც მათ არ უნდოდათ

პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარის, პარლამენტის დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დროულად მიღებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში და ქვეყანამ თავიდან აიცილოს პროცესების რადიკალიზაცია. ამის შესახებ ბესელიამ საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სწორი იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც ამ ცვლილებების საჭიროების პასუხისმგებლობა გაიაზრა და კანონპროექტს ხმა მისცა.

"ეს არ არის იდეალური პროექტი, მას თავის ხარვეზი აქვს, მაგრამ ეს არის იმაზე უკეთესი, ვიდრე არსებული სისტემაა. ამ ცვლილებების დროულად მიღებას ის მნიშვნელობა აქვს, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში და თავიდან ავიცილოთ პროცესების რადიკალიზაცია. ეს უნდა ესმოდეს "ქართულ ოცნებას" და ვფიქრობ, ამაში გადამწყვეტი როლი შეასრულა ყველა იმ ჩვენმა მეგობარმა დიპლომატმა და ჩვენი ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელმა, რომლებმაც მართლაც საოცარი შრომა ჩადეს იმაში, რომ 8 მარტის შეთანხმება შემდგარიყო. "ქართული ოცნება" მართლაც აიძულეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ და ხელი მოეწერათ იმ პროექტისთვის, რომელიც მათ არ უნდოდათ", - განაცხადა ბესელიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა