კახა კუკავამ ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ ზუგდიდში, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, პარტიის ლიდერმა ზუგდიდის მოსახლეობას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული გეგმები და დასახული ამოცანები გააცნო.

მათივე ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველო“ არ მონაწილეობს ე.წ. „საერთო მაჟორიტარების ფორმატში“ და კანდიდატების წარდგენას 30-ვე ოლქში დამოუკიდებლად გეგმავს. პარტია მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას სხვადასხვა ოლქებში ივლისიდან დაიწყებს.

კუკავამ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ აუწყა, რომ პარტიის მთავარი ამოცანა არჩევნებზე არსებული ლიბერალური პოლიტიკის სისტემური ცვლილება იქნება. მისი განცხადებით, „თავისუფალი საქართველო“ ერთგულად ინარჩუნებს, როგორც „ქართული ოცნებისგან“, ისე „ნაციონალური მოძრაობისგან“ დისტანცირების კურსს და პარტია გამორიცხავს რომელიმე ამ ძალასთან რაიმე ფორმით თანამშრომლობას.

„ჩვენ ქვეყნისთვის თანაბარ საფრთხედ განვიხილავთ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მობრუნებას ხელისუფლებაში, ისე „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის შენარჩუნებას. ჩვენი მიზანია, არჩევნებზე მოვახდინოთ იმ ამომრჩევლის მხარდაჭერის კონცენტრირება, რომელიც არც „ქოცებს“ და არც „ნაცებს“ არ ირჩევს და სურს რეალურად ახალი, ეროვნული პოლიტიკური ძალების ხილვა საკანონმდებლო ორგანოში“, - განაცხადა კახა კუკავამ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ