ხაშური-ახალციხე-ვალეს და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

22 ივნისს ხაშური-ახალციხე-ვალეს და ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მეკლდეურების მეშვეობით ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა იგეგმება.

„2020 წლის 22 ივნისს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ11-კმ25, კმ34-კმ40 და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ21-კმ25 მონაკვეთებზე, ფერდობებიდან ლოდების ჩამოწმენდა, მეკლდეურების მეშვეობით. სამუშაოების წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთებზე დღის განმავლობაში, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა 20 წუთიანი ინტერვალებით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის ან/და შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად განხორციელდება“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა