ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების  ცენტრის 61 თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 61 თანამშრომელს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდგინდა. მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი.

ცენტრის ადგილობრივ ფილიალში აცხადებენ, რომ კვლევა გეგმურია და პრევენციის მიზნით ტარდება.

„აღნიშნული კვლევა უკვე მესამედ განხორციელდა და გეგმის მიხედვით 14 დღეში ერთხელ ტარდება. ამჯერად, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 61 თანამშრომლის ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. მივიღეთ პასუხები და ყველა უარყოფითია“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო