ჰოლანდიაში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე, 400-მდე დემონსტრანტი დააკავეს

ჰააგაში ასობით ადამიანმა მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

ჰოლანდიის პოლიციის ინფორმაციით, მათ კვირას გამართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, 400-მდე დემონსტრანტი კი- დააკავეს.

აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი ხასიათის იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ფეხბურთის რამდენიმე გულშემატკივარმა სამართალდამცავებს ქვები და კვამლის ბომბები დაუშინა.

იხილეთ ვიდეო: ნიდერლანდებში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქცია არეულობაში გადაიზარდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა